„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის N01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-51/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016278
01-51/ნ
17/07/2014
ვებგვერდი, 18/07/2014
470230000.22.035.016278
„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის N01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის N01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-51/ნ

2014 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №01-31/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 19/05/2014 წ., 470230000.22.035.016261) დამტკიცებულ დანართ №1-ში (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ფულადი დახმარების მიღების უფლება

1. დადგენილებით განსაზღვრული პირობების გარდა, მაძიებელი/ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ფაქტობრივად ცხოვრობდეს ბიოლოგიური დედის/ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება:

ა) ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ დედას, რომელიც ამავდროულად არის ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების არარსებობის შემთხვევაში, ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ მამას, რომელიც ამავდროულად არის ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების არარსებობის შემთხვევაში, ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა კანონიერ წარმომადგენელს.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ახლად დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური დედის/ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო