„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 14/07/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 120.190.000.05.001.002.319
  • Word
3379
23/06/2006
სსმ, 26, 14/07/2006
120.190.000.05.001.002.319
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 19) მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება და საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა ხორციელდება ნებართვის საფუძველზე, რომელსაც იარაღის, მათ შორის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადებასთან, წარმოებასთან და შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) დაკავშირებულ სამუშაოებზე გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების და საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვის მაძიებელი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით წარუდგენს:

ა) საექსპორტო ან საიმპორტო კონტრაქტს;

ბ) საბოლოო მოხმარების სერტიფიკატს (ეს მოთხოვნა არ ვრცელდება სამხედრო-საბრძოლო იარაღზე, თუ საექსპორტო ან საიმპორტო კონტრაქტის მეორე მხარეა საქართველოს ან უცხო ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო ორგანო).“;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3379–Iს