„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 437
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018057
437
07/07/2014
ვებგვერდი, 07/07/2014
300160070.10.003.018057
„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №437

2014 წლის 7 ივლისი

ქ.თბილისი

 

„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქ­ტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესა­ბამისად, „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2013, 300160070.10.003.017533) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამ­ტკიცებული „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების“ მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულებისას, დასაშვებია სპეციალური ჭრები, აგრეთვე, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), რისთვისაც საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებას, ხოლო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, წერილობით წარუდგინოს ტყეკაფის აღრიცხვის მასალები, ჭრების განხორციელებისათვის საჭირო ტერიტორიის კოორდინატები UTM კოორდინატთა სისტემაში და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსია. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება, ხოლო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 15 დღეში, უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას, გამოყოფილი ტყეკაფის გახსნას და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისათვის ყველა საჭირო  ღონისძიების განხორციელებას. ამასთან, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სამინისტროში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღეში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება;

ვ) ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება სპეციალური ჭრებით, ასევე, დასაშვებია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), მათ შორის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებისათვის, ხოლო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების და ტყეკაფის აღრიცხვის მასალების არანაკლებ ჭრების დაწყებამდე 20 დღით ადრე წარდგენისა და უფლებამოსილი ორგანოს მითითებების გათვალისწინებით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება, ხოლო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების და  ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 20 დღის ვადაში, უზრუნველყოფს  ტყეკაფის გამოყოფას, გამოყოფილი ტყეკაფის გახსნას და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისათვის ყველა საჭირო  ღონისძიების განხორციელებას. ამასთან, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 20 სამუშაო დღეში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება;“.       

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი