„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 433
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2014
ძალაში შესვლის თარიღი 15/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 100110000.10.003.018053
433
07/07/2014
ვებგვერდი, 07/07/2014
100110000.10.003.018053
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №433

2014 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში (სსმ, №11, 30/01/2009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;

ბ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

გ) დანაშაულის პრევენციის მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა და სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამების შესახებ წინადადებების მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;

დ) სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების და გამოწვევების, სამომავლო თანამშრომლობის პოლიტიკურ-სტრატეგიული ანალიზის მომზადება და  მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და შესაბამისი სტრუტურული ქვედანაყოფებისათვის წარდგენა;

ე) სტატისტიკური მეთოდოლოგიის პერიოდული გადახედვა, დახვეწა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა;

ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ანალიზი და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, თანამედროვე მენეჯმენტისა და მეთოდების დანერგვის შესახებ წინადადებების მომზადება;

ზ) სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

ი) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;

კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;

ლ) სამინისტროს სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

მ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხთა მომზადება;

ო)  კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;

პ) დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და მათი მიზნობრივი გამოყენება;

ჟ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;

რ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;

ს) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

ტ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება;

ფ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ქ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;

ყ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 15 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი