დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 431 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.10.003.018051 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/07/2014 - 27/05/2015)
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში (სსმ, 2006 წელი, მუხლი 1854) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დადგენილებით დამტკიცებული №1, №3, №4 და №5 დანართებისა და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მოქმედება აღნიშნული დანართებით განსაზღვრული ნივთიერებებისა და ნარჩენების რეგულირების ნაწილში შეჩერდეს 2015 წლის 31 მაისამდე.“. |
| მუხლი 2 |
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, 2015 წლის 1 თებერვლამდე, უზრუნველყოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ კანონების პროექტების, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტების განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, 2015 წლის 1 თებერვლამდე, უზრუნველყოს „ცალკეული საშიში ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, 2015 წლის 1 თებერვლამდე, უზრუნველყოს „პრეკუსორების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების) იმპორტის და ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები