„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016144
11
04/07/2014
ვებგვერდი, 08/07/2014
010250020.35.144.016144
„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
 
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №11

2014 წლის 4 ივლისი

ქ. ქარელი

,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 აგვისტოს №19 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 16/08/2013; 010250020.35.144.016122) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა), როგორც წესი, ყოველი თვის 10 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 10 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან  შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ღვინიაშვილი