დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016819 |
|
„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში (სსმ III, 04.12.2009, №149, მუხ. 1764) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების“: ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებსაც სურთ სკოლაში მასწავლებლობის უფლების მოპოვება. აგრეთვე განსაზღვრავს სკოლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში - სამინისტრო) და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში - რესურსცენტრი), საჯარო სამართლის იურიდიული პირის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) საქმიანობას მასწავლებლის სერტიფიცირების პროცესში.“ ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი; ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;” ბ.გ) „თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ1) ლაპარაკის ტესტი (ზეპირი გამოცდა) – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები, რომლებსაც მასწავლებლობის კანდიდატი პასუხს სცემს ზეპირი ფორმით. ზეპირი გამოცდა ტარდება კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;“ ბ.დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ნ) საგამოცდო ბარათი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე;“ ბ.ე) ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ო) საგამოცდო ცენტრი – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;“ ბ.ვ) ,,პ2“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,პ2) საგნობრივი ქვეკომისია – სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საპრეტენზიო კომისიისათვის დახმარების გაწევის მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო; ჟ) ტესტი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;“ ბ.ზ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს“ და ,,ტ“ ქვეპუნქტები: ,,ს) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – საგამოცდო საგნების მიხედვით, საგამოცდო პროგრამის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მასწავლებლობის კანდიდატისთვის და ტესტისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა; ტ) შეფასების სქემა – ამ დებულებით დადგენილი წესით საგამოცდო საგნების მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საგამოცდო პროგრამისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისთვის და საპრეტენზიო კომისიისთვის შედგენილი დოკუმენტი.“;
გ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის კანდიდატების თაობაზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეყრდნობა ცენტრის მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით მიწოდებულ ინფორმაციას.“
დ) მე-6 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელი პირების დადგენის მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ელექტრონულ რეგისტრაციას;“ დ.ბ) მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის მიერ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და ცენტრში ამ დებულებით დადგენილი წესით შევსებული განცხადებები სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.“
ე) მე-7 მუხლის: ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში რეგისტრაცია“ ე.ბ) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, პირის ამ დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.“ ე.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პირს შეტყობინებას გაუგზავნის ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.“ ე.დ) მე-6 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.“ ე.ე) მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები. 9. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქმნის სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილე პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის საფუძველზე ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების დაგეგმვა (ტესტების დაბეჭდვა, სასერტიფიკაციო გამოცდის განრიგი, საგამოცდო ცენტრების მომზადება და სხვა). 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ბაზის საფუძველზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცენტრს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წლის 15 აპრილამდე გადასცემს იმ პირთა სიას, რომლებმაც ამ მუხლით დადგენილი წესით გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ სასერტიფიკაციო გამოცდებში.“;
ვ) მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,12. პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, მათ შორის, გათვალისწინებული არ იქნება ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სიებში, თუ ის სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში არ შეავსებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და ცენტრის მიერ დადგენილ განცხადებებს.“
ზ) მე-9 მუხლის: ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ცენტრი ამ დებულების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სიის ფარგლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წლის 25 მაისამდე წარუდგენს მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიას.“ ზ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რესურსცენტრების დახმარებით უზრუნველყოფს საგამოცდო ბარათების მასწავლებლობის კანდიდატებისთვის გადაცემას.“
თ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადების გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს მინისტრი, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.“
ი) მე-11 მუხლის: ი.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12, 13 და 14 პუნქტები: ,,11. სასერტიფიკაციო გამოცდის თითოეული ნაწილისთვის საგამოცდო პროგრამების შესაბამისად ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. 12. ტესტის შექმნამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება: ა) ტესტის საბოლოო ფორმატი; ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა; გ) ტესტზე სამუშაო დრო. 13. შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სასერტიფიკაციო გამოცდების დაწყებამდე. 14. სასერტიფიკაციო გამოცდების შემდეგ თითოეული საგნის შესაბამისად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში იქმნება პირველადი შეფასების სქემები. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება მასწავლებლობის კანდიდატთა პასუხების ფურცლების პირველადი გასწორების შემდგომ.“ ი.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ცენტრთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.“ ი.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს მინისტრის მიერ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, დადგენილი მასწავლებლობის უფლების მოპოვებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტში ან/და ტესტის ნაწილში საჭირო ქულების დაგროვებას.” ი.დ) მე-6 პუნქტის ,,ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა1) ქართული, როგორც მეორე ენა;“
კ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 13. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა 1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით, ტესტირების გზით, გარდა უცხოური ენებისა და ქართული, როგორც მეორე ენის გამოცდისა. 2. უცხოური ენებისა და ქართული როგორც მეორე ენის გამოცდები ტარდება წერილობითი და ზეპირი ფორმით, ტესტირების გზით.’’
ლ) მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში. 3. სასერტიფიკაციო გამოცდა წერილობითი ფორმით შესაბამის ნაწილში ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა უცხოურ ენასა და ქართულში, როგორც მეორე ენაში ზეპირი ფორმით მიმდინარეობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად. 4. ფორს-მაჟორის არსებობის შემთხვევაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი.“
მ) მე-15 მუხლის: მ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელთაც აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.“ მ.ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. სასერტიფიკაციო გამოცდის ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში ტესტირების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 8. დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც არა უგვიანეს 10 დღით ადრე გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციაზე, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.“
ნ) მე-16 მუხლის: ნ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მასწავლებლობის კანდიდატი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, გარდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მასწავლებლობის კანდიდატი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ახორციელებს მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის გადამოწმებასა და მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მასწავლებლობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.“ ნ.ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში მასწავლებლობის იმ კანდიდატების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები). 7. მასწავლებლობის კანდიდატმა ცნობა რაიმე სახის ინფექციური დაავადების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარადგინოს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე.“
ო) მე-17 მუხლის: ო.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ტესტირება მიმდინარეობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.“
ო.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტის ნაწილების შესაბამისად, ადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.“
პ) მე-18 მუხლის: პ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ტესტზე მუშაობის პროცესში მასწავლებლობის კანდიდატს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს კალმით.“ პ.ბ) მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) წერითი გამოცდის დროს მერხზე ტესტური დავალებების, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება; ზეპირი გამოცდის დროს ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;“ პ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით.“
ჟ) მე-19 მუხლის: ჟ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის ,,ბ“, „გ“ და „დ“– ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მასწავლებლობის კანდიდატი იხსნება სასერტიფიკაციო გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“ ჟ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლობის კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“
რ) მე-20 მუხლის: რ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.“ რ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით 2. მასწავლებლობის კანდიდატის ნაშრომები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ სწორდება სასერტიფიკაციო გამოცდის დასრულებიდან 40 დღის ვადაში.“
რ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“
ს) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 21. ტესტების და ტესტის პასუხების გამოქვეყნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს ტესტებისა და ტესტის პასუხების განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“
ტ) 22-ე მუხლის: ტ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების რეგისტრაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.“ ტ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, მასწავლებლობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. აგრეთვე, მასწავლებლობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისას, ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხები. საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით, სასერტიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.“
უ) 222 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის www.naec.ge და სამსახურის ვებგვერდის online.naec.ge გამოყენებით.“
ფ) 223 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მასწავლებლობის კანდიდატი სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.“
ქ) 224 მუხლის: ქ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე.“ ქ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.“
ღ) 225 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მასწავლებლობის კანდიდატს გამოცდის დღეს 21 საათამდე ამ წესის 222 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის. 2. მასწავლებლობის კანდიდატი ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ წესის 222 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.“
ყ) 227 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საპრეტენზიო კომისიას, სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.“
შ) 229 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ტესტირების პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.“
ჩ) 2210 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია ნაშრომს გასასწორებლად გადასცემს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს, რომელიც ნაშრომის გასწორებისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით. 4. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში უგზავნის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს გადაწყვეტილებას. 5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მასწავლებლობის კანდიდატს.“
ც) 2211 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ ქვეკომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“
ძ) 2212 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“
წ) 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საპრეტენზიო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილი და იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა. 2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ მასწავლებელთა შესაბამისი სიის საფუძველზე, ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მასწავლებელთა შესაბამისი სიის მიღებიდან 10 დღის ვადაში მტკიცდება და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეიყვანება იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც მოიპოვეს მასწავლებლობის უფლება.“
2. 21 პუნქტით დამტკიცებული „დაწყებითი და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების”: ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ეს დებულება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებსაც სურთ არაქართულენოვან სკოლაში დაწყებითი და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებლობის უფლების მოპოვება. აგრეთვე განსაზღვრავს არაქართულენოვანი სკოლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში – რესურსცენტრი), საჯარო სამართლის იურიდიული პირის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) საქმიანობას დაწყებითი და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებლის სერტიფიცირების პროცესში. „ ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი; ბ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა; გ) ლაპარაკის ტესტი (ზეპირი გამოცდა) – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები, რომლებსაც დაწყებითი და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებლობის კანდიდატი პასუხს სცემს ზეპირი ფორმით. ზეპირი გამოცდა ტარდება კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;“ ბ.ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) საგამოცდო ბარათი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც მასწავლებლობის კანდიდატი დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე;“ ბ.გ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) საგამოცდო ცენტრი – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;“ ბ.დ) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი) საგნობრივი ქვეკომისია – სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საპრეტენზიო კომისიისათვის დახმარების გაწევის მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;“ ბ.ე) ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) ტესტი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;“
გ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის კანდიდატების თაობაზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეყრდნობა ცენტრის მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით მიწოდებულ ინფორმაციას.“
დ) მე-6 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელი მასწავლებლობის კანდიდატების დადგენის მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ელექტრონულ რეგისტრაციას;“ დ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია მასწავლებლობის კანდიდატის მიერ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და ცენტრში ამ დებულებით დადგენილი წესით შევსებული განცხადებები სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ.“
ე) მე-7 მუხლის: ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში რეგისტრაცია“ ე.ბ) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატის ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, მასწავლებლობის კანდიდატი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.“ ე.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლობის კანდიდატს შეტყობინებას გაუგზავნის ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.“ ე.დ) მე-6 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.“ ე.ე) მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, მასწავლებლობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები. 9. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქმნის სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილე მასწავლებლობის კანდიდატთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის საფუძველზე ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების დაგეგმვა (ტესტების დაბეჭდვა, სასერტიფიკაციო გამოცდის განრიგი, საგამოცდო ცენტრების მომზადება და სხვა). 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ბაზის საფუძველზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცენტრს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში გადასცემს მასწავლებლობის კანდიდატთა სიას.“
ვ) მე-8 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,10. მასწავლებლობის კანდიდატი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, მათ შორის, გათვალისწინებული არ იქნება ამ დებულების 35-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სიებში, თუ ის სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში არ შეავსებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და ცენტრის მიერ დადგენილ განცხადებებს.“
ზ) მე-9 მუხლის: ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ცენტრი ამ დებულების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სიის ფარგლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში წარუდგენს მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიას.“ ზ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რესურსცენტრების დახმარებით უზრუნველყოფს საგამოცდო ბარათების მასწავლებლობის კანდიდატებისთვის გადაცემას.“
თ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 10. სასერტიფიკაციო გამოცდის დანიშვნა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადების გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს მინისტრი, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.
ი) მე-11 მუხლის: ი.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.“ ი.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს მინისტრის მიერ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, დადგენილი დაწყებითი და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებლობის უფლების მოპოვებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტში ან/და ტესტის ნაწილში საჭირო ქულების დაგროვებას.
კ) მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში. 3. სასერტიფიკაციო გამოცდა წერილობითი ფორმით შესაბამის ნაწილში ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად. 4. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი.“
ლ) მე-15 მუხლის: ლ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებელია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელთაც აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.“ ლ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. სასერტიფიკაციო გამოცდის ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში ტესტირების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ დამკვირვებლები. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციაზე, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.“
მ) მე-16 მუხლის: მ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მასწავლებლობის კანდიდატი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ახორციელებს მასწალებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის გადამოწმებასა და მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრობული ბაზიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მასწავლებლობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.“ მ.ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში მასწავლებლობის იმ კანდიდატების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები). 8. მასწავლებლობის კანდიდატმა ცნობა რაიმე სახის ინფექციური დაავადების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარადგინოს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე.“
ნ) მე-17 მუხლის: ნ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ტესტირება მიმდინარეობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.“ ნ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტის ნაწილების შესაბამისად, ადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.“
ო) მე-18 მუხლის: ო.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ტესტზე მუშაობის პროცესში მასწავლებლობის კანდიდატს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს გელიანი კალმით.“ ო.ბ) მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) წერითი გამოცდის დროს მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება; ზეპირი გამოცდის დროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;“ ო.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.“.
პ) მე-19 მუხლის: პ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“ პ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მასწავლებლობის კანდიდატი იხსნება სასერტიფიკაციო გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“ პ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლობის კანდიდატის სასერტიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“
ჟ) მე-20 მუხლის: ჟ.ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება. 2. მასწავლებლობის კანდიდატის ნაშრომები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ სწორდება სასერტიფიკაციო გამოცდის დასრულებიდან 40 დღის ვადაში.“ ჟ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“
რ) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 21. ტესტების და ტესტის პასუხების გამოქვეყნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს ტესტებისა და ტესტის პასუხების განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“
ს) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ, ზედმეტად ან შეცდომით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება სასერტიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.“
ტ) 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მასწავლებლობის კანდიდატი სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.“
უ) 26-ე მუხლის: უ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე.“ უ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.“
ფ) 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მასწავლებლობის კანდიდატს გამოცდის დღეს 21 საათამდე ამ წესის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის. 2. მასწავლებლობის კანდიდატი ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.“
ქ) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საპრეტენზიო კომისიას, სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.“
ღ) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ტესტირების პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.“ ყ) 32-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია ნაშრომს გასასწორებლად გადასცემს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს, რომელიც ნაშრომის გასწორებისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით. 4. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში უგზავნის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს გადაწყვეტილებას. 5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მასწავლებლობის კანდიდატს.“.
შ) 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ ქვეკომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
ჩ) 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“.
ც) 35-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საპრეტენზიო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ დაწყებითი და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილი და იმ დაწყებითი და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა. 2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ დაწყებითი და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელთა შესაბამისი სიის საფუძველზე, ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დაწყებითი და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელთა შესაბამისი სიის მიღებიდან 10 დღის ვადაში მტკიცდება და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეიყვანება იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც მოიპოვეს დაწყებითი და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებლობის უფლება.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები