„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 07/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.023.016251
127
08/07/2014
ვებგვერდი, 09/07/2014
010340000.22.023.016251
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №127

2014 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 25/02/2014, 010340000.22.023.016227) დამტკიცებული  დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„დანართი №1

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში

1. მამაკაცის სპეციალური ტანსაცმლის ნიმუში:

ა) მოკლემკლავიანი მაისური - მწვანე ან მუქი ნაცრისფერის, გადაფენილი საყელოთი და წინ განლაგებული სამი ღილით, წინა მარცხენა მხარეს გულის არეში შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“, ხოლო მკლავზე სააგენტოს ლოგო; საყელოს და მკლავების დაბოლოება მწვანე ან მუქი ნაცრისფერის ფერის.

ბ) წინაფრიანი ქუდი (კეპი) - კომბინირებული ფერების (ლურჯი ან მუქი ნაცრისფერის) წინაფრიანი ქუდი წინ მწვანე ფერის, სადაც  სააგენტოს ლოგოა გამოსახული, უკან ზომის მარეგულირებლით;

გ) გრძელმკლავიანი პერანგი - კომბინირებული ფერების გადაფენილი საყელოთი - წინა და უკანა მხარის და მკლავების ქვედა ნაწილი მუქი ნაცრის ფერის, მკერდზე ორი ზემოდან დაკერებული კვადრატის ფორმის ჯიბით და წელის არეში ორი შიდა ჯიბით, ზედა ნაწილი ღია ნაცრისფერის, მკერდზე მარცხენა მხარეს სააგენტოს ლოგო, ხოლო მარჯვენა მხარეს შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“; მარჯვენა მკლავზე - სააგენტოს ლოგო და ქვემოდან შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“, მარცხენა მკლავზე მართკუთხედის ფორმის მუქი ნაცრისფერის ზემოდან დაკერებული ჯიბე;

დ) კაპიუშონიანი ქურთუკი - მუქი მწვანე ფერის, ელვა შესაკრავით, მარცხენა მხარეს სააგენტოს ლოგო, გაჭრილი კოკეტკა, წინა ზედა ორივე მხარეს ჯიბე ელვა შესაკრავით, მკლავებზე ორივე მხარეს ჯიბე ელვა შესაკრავით, წინა ქვედა ორივე ქვედა მხარეს ჯიბე მოსაჭიმი ორი კნოპით, სარქველი ერთი კნოპით, ტრიკოტაჟის მანჟეტი, მოსაჭიმი შიგნითა მხრიდან და  ზურგის მხარეს ზემოთ ცენტრალურად განლაგებული თეთრი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“;

ე) გრძელმკლავიანი პულოვერი - თეთრი,  მწვანე ან მუქი ნაცრისფერების, მარცხენა მხარეს გულის არეში სააგენტოს ლოგო და მის ქვეშ შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“;

ვ) ქურთუკი ჟილეტი - მოკლე სტილის (ფერი მწვანე) თხელსარჩულიანი ქურთუკი ელვა შესაკრავზე (სარჩულზე შიდა ჯიბით), რომელსაც დამატებით გამოკრული უნდა ჰქონდეს მოხსნადი მათბუნებელი ჯილეტი ჯიბით, საყელო მდგარი, წინა მარცხენა მხარეს გულის არეში სააგენტოს ლოგო, წინ ქვემოთ გაჭრილი ჯიბეებით და წინა მარჯვენა მხარეზე გაჭრილი ჯიბე ელვა შესაკრავზე, კაპიუშონი და მკლავები მოხსნადი, მკლავების მანჟეტი და კურტკის დაბოლოება (ქამარი) რეზინზე, ზურგის მხარეს ზემოთ ცენტრალურად განლაგებული თეთრი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“;

ზ) მაღალყელიანი ფეხსაცმელი:  შავი ფერის ტყავის და ნეილონის კომბინაციით შეკერილი თასმებზე შესაკრავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

2.  ქალის სპეციალური ტანსაცმლის ნიმუში:

ქვედაბოლო და პიჯაკი - მუქი ნაცრისფერის, რომლის მარცხენა მხარის გულის ჯიბეზე გამოსახულია სააგენტოს ლოგო და მწვანე ფერის ყელსახვევი.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე