დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.038.016379 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებაში (სსმ, 010320010.22.038.016174, 23/05/2013) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-73 მუხლები: „მუხლი 71 №6, №8, №15 დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთნის ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ-ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) სანიტრად/ექთნის ასისტენტად/უმცროს ექთნად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება ექთნად მუშაობის გამოცდილებას.“
„მუხლი 72 №8 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ზოგადი ქირურგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი ზოგად ქირურგიაში; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.“
„მუხლი 73 №6, №8, №17 დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთნის (მორიგე) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ- ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის ექთნად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.“
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილების ექიმის (მორიგე) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში (თერაპია) ან კარდიოლოგიაში; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.“
|
2.
ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის:
ა) 22-ე და 23-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ტუბერკულოზისა და ინფექციური განყოფილების ექიმი-ფთიზიატრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი ფთიზიატრიაში; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
მუხლი 23 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ტუბერკულოზისა და ინფექციური განყოფილების ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ- ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.“
ბ) 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
გ) 25-ე _ 27-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილების ექიმის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სახელმწიფო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში (თერაპია) ან კარდიოლოგიაში ან ნევროლოგიაში ან ენდოკრინოლოგიაში ან ინფექციურ დაავადებებში ან პულმონოლოგიაში ან ფთიზიატრიაში; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
მუხლი 26 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილების ექთნის (მორიგე) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ- ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის ექთნად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 27 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილების ექთნის ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ- ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) სანიტრად/ექთნის ასისტენტად/უმცროს ექთნად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება ექთნად მუშაობის გამოცდილებას.“
დ) 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„მუხლი 32 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის მიმღები განყოფილების ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ- ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) სპეციალობით მუშაობის ან კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის ექთნად მუშაობის არანაკლებ 3წლიანი გამოცდილება. |
3.
ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის 42-ე და 43-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ტუბერკულოზისა და ინფექციური განყოფილების ექიმი ინფექციონისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი ინფექციურ სნეულებებში; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3- წლიანი გამოცდილება.
მუხლი 43 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ტუბერკულოზისა და ინფექციური განყოფილების ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ-ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.“ |
4.
ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი:
„მუხლი 451 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის თერაპიის განყოფილების ექიმი-თერაპევტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში (თერაპია) ან ზოგადი პროფილის ექიმი (მკურნალი); გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.“
|
5.
ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის თერაპიის განყოფილების ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ-ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) სპეციალობით მუშაობის ან კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის ექთნად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.“
|
6.
ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 501 მუხლი:
„მუხლი 501 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ექთნის (მორიგე) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ- ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის ექთნად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.“
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 611 მუხლი:
„მუხლი 611 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ანესთეზიოლოგიური განყოფილების ექთნის (მორიგე) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ- ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის ექთნად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.“ |
7.
ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის და №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის სტატისტიკოსის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირებს მოეთხოვებათ ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკანონმდებლო აქტების ცოდნა. 3. №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ტექნიკოსისა და დიასახლისის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირებს მოეთხოვებათ ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო აქტის ცოდნა."
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 9 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები