დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 429 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.018049 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/04/2014, 430210000.10.003.017923) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას კომისიის ქვეჯგუფები ან კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღონ მოწვეულმა პირებმა.“. 4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი: „32. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე. მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობით განსაზღვრული კომისიის წევრი.“. 5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი: „ბ2) უფლებამოსილია, განიხილოს უცხო ენაზე წარდგენილი დოკუმენტაცია;“. 6. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ა1“ ქვეპუნქტი: „გ.ა1) კონკურსის პროცედურებისა და ეტაპების განსაზღვრისა და კონკურსში მონაწილეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კრიტერიუმების დაწესების შესახებ;“. 7. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) უფლებამოსილია, გამოთვალოს კონკურსში მონაწილეთა აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკული, ამ პროგრამის მე-4 მუხლში აღნიშნული შეფასების სისტემების შესაბამისად შედგენილი მაღალი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში; ვ) უფლებამოსილია, შეიმუშავოს პროგრამის შესახებ რეკომენდაციები, აგრეთვე, სხვა პროგრამების პროექტები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობისათვის წარდგენის მიზნით.“. 8. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე - www.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსების გზით.“. 9. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) სიგელების/სერტიფიკატების ასლები, არსებობის შემთხვევაში.“. 10. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ მიზნებისათვის, კომისიის მიერ განაცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება განაც-ხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2014 წლის 24 აპრილიდან, ხოლო პირველი მუხლის მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტები - გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები