„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 03/07/2014
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2014
ძალაში შესვლის თარიღი 03/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.57.069.016043
3
03/07/2014
ვებგვერდი, 04/07/2014
010320040.57.069.016043
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №3

2014 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ (ვებგვერდი, 02/07/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;“

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;“

3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;“

4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე.დ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე.ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე.ვ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე.ზ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე.თ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;

ე.ი) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;“

5. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, რომელიც უნდა უკავშირდებოდეს მის მიერ შესასრულებელ ფუნქციებს;“

6. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 30. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი

1. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დარგში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა (სასურველია რუსული ენის კარგად ცოდნა);

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ვ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ვ.ბ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ.გ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;

ზ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

თ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

ი) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

კ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

ლ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

მ) გუნდურად მუშაობის უნარი;

ნ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ო) შრომისმოყვარე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.

2. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა.“

7. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, რომელიც უნდა ეხებოდეს ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებას;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 3 ივლისიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე