კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

  • Word
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 26/06/2014
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/93
26/06/2014
ვებგვერდი, 03/07/2014
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული

სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №2/93

2014 წლის 26 ივნისი                       

ქ. თბილისი

 

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა №4).

 

გენერალური დირექტორი                                     ნიკოლოზ ანთიძე

 

                                            

                                                დანართი

 

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდება-რეობა

სახეობა

თარიღი

1

Description: SAM_0294

ანა კალანდაძის საცხოვრებელი სახლი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი სოფ. ხიდისთავი

მემორიალური

 

მე-20 საუკუნის      20-იანი წლები

2

Description: DSCN8345

 

მდინარე დურუჯის ნაპირსამაგრი დამბა

 

ყვარლის მუნიციპალიტეტი

 

საინჟინრო

 

  

1906 წელი