საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგო-არაგვს“ შორის 2007 წლის 4 სექტემბერს დადებული მემორანდუმით გათვალისწინებული შპს „ენერგო-არაგვის“ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017323
  • Word
1149
26/06/2014
ვებგვერდი, 04/07/2014
000000000.00.003.017323
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგო-არაგვს“ შორის 2007 წლის 4 სექტემბერს დადებული მემორანდუმით გათვალისწინებული შპს „ენერგო-არაგვის“ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1149

2014 წლის 26 ივნისი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგო-არაგვს“ შორის 2007 წლის 4 სექტემბერს დადებული მემორანდუმით გათვალისწინებული შპს „ენერგო-არაგვის“ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე

1.მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგო-არაგვს“ შორის 2007 წლის 4 სექტემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული „არაგვი ჰესის“ მშენებლობის დასრულების თაობაზე, ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 3 დეკემბრის №204 ბრძანება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტიში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე შპს „ენერგო არაგვის“ მიერ მდინარე თეთრ არაგვზე 8 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „არაგვი ჰესისათვის“ საჭირო ქვესადგურისა და მაღალი ძაბვის (110 კვ) ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციაში მიღების (ვარგისად აღიარების) შესახებ“ და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 3 დეკემბრის №205 ბრძანება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დ. გუდაურის ტერიტორიაზე შპს „ენერგო არაგვის“ მიერ მდინარე თეთრ არაგვზე 8 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „არაგვი ჰესის“ ექსპლუატაციაში მიღების (ვარგისად აღიარების) შესახებ“.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით გაუქმდეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგო-არაგვს“ შორის 2007 წლის 4 სექტემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, შპს „ენერგო-არაგვის“ მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარმოდგენილი საბანკო გარანტია.

3. ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.

პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი