დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1169 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017294 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1169
2014 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ეთხოვოს თვითმმართველ ქალაქ თბილისს, ამ განკარგულების დანართში მითითებული, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლისა და შემდგომში სახელმწიფოს მიერ, შპს „ა.ს. ჯგუფი 1990“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხის ინიციირების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
| № | მისამართი | კატეგორია | საკადასტრო კოდი | ფართობი (კვ.მ.) | მესაკუთრე |
| 1 | ქ. თბილისი, დასახლება მუხიანი, მიკრო/რაიონი IV, რადიოქარხნის მოპირდაპირე მხარე, ნაკვეთი 05/033 | არასასოფლო-სამეურნეო | 01.11.17.005.033 | 34 340 | ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული |
| 2 | ქ. თბილისი, მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ | არასასოფლო-სამეურნეო | 01.11.17.006.009 | 15 405 | ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული
|
| 3 | ქ. თბილისი, დასახლება მუხიანი, IV მიკრო/რაიონსა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ | არასასოფლო-სამეურნეო | 01.11.17.006.661 | 25 285 | ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული |
| 4 | ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, IV მიკრო/რაიონსა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ (ნაკვეთი 06/346) | არასასოფლო-სამეურნეო | 01.11.17.006.727 | 105 911 | ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული |
| 5 | ქ. თბილისი, დასახლება მუხიანი, IV მიკრო/რაიონსა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ (ნაკვეთი 06/346) | არასასოფლო-სამეურნეო | 01.11.17.006.726 | 29 678 | ქალაქ თბილისის თვითმმართ-ველი ერთეული |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები