დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1168 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017292 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1168
2014 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2014 წლის განმავლობაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 132 ერთეულით, რომელთა შრომის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები