სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1145
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017286
  • Word
1145
26/06/2014
ვებგვერდი, 04/07/2014
000000000.00.003.017286
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1145

2014 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისადა მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეთ ამ განკარგულები დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს.

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა)     საპრივატიზებო თანხის გადახდ შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის ვადაში;

)    ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთისა;

)    ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანო მდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. მყიდველის მიერ ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ნივთის შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. მყიდველის მიერ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ნივთის გასხვისებისას ახალ შემძენზე არ გადადის ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელონ კანონმდებლობით გათვალი წინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრიი . ღარიბაშვილი