დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის, მისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1118 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017284 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1118
2014 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის, მისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიეცეთ თანხმობა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების თაობაზე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის №1767 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები