შპს-ის „გზა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს-ის „გზა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1140
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017337
  • Word
1140
26/06/2014
ვებგვერდი, 04/07/2014
000000000.00.003.017337
შპს-ის „გზა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1140

2014 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

შპს-ისგზა “ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

 1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74  მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. ბათუმში, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „გზა“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (სამშენებლო მასალა) მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება, ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დოლოგანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოიპოვოს 110 000 (ას ათი ათასი) მ3  ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


2. შპს-მ „გზა“ უზრუნველყოს საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება.

3. შპს „გზა “ ვალდებულია:

ა) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 19 131 (ცხრამეტი ათას ას ოცდათერთმეტი ) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტ ი წარადგინოს ინფორმაცია ამ განკარგულების საფუძველზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

4. შპს-ისგზა “ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                                        ი. ღარიბაშვილი