GG-D-PAA ინგლისური ენის კურსის მასალასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ

  • Word
GG-D-PAA ინგლისური ენის კურსის მასალასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017320
  • Word
1113
20/06/2014
ვებგვერდი, 04/07/2014
000000000.00.003.017320
GG-D-PAA ინგლისური ენის კურსის მასალასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავ ობის

განკარგულება 1113

2014 წლის 20 ივნისი

. თბილისი

GG-D-PAA  ინგლისური ენის კურსის  მასალასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ

1. ,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს  ,,GG-D-PAA ინგლისური ენის კურსის  მასალის ოფერტისა და აქცეპტის წერილის  დამატება 1 - ის“ პროექტი.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს  ,,GG-D-PAA ინგლისური ენის კურსის  მასალის ოფერტისა და აქცეპტის წერილის  დამატებას 1 - ს“.  

3. ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  მიენიჭოს უფლებამოსილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას, განახორციელოს    ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული  დოკუმენტით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრანტით განსაზღვრული მასალის მიღება და განკარგვა.

 პრემიერ-მინისტრი                                          ი. ღარიბაშვილი