სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017293
  • Word
1107
18/06/2014
ვებგვერდი, 04/07/2014
000000000.00.003.017293
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავ ობის

განკარგულება 1107

2014 წლის 18 ივნისი

. თბილისი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. დაკისრებული სახელმწიფოებრივი ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო ფორმის ტანსაცმლის და ატრიბუტიკის შეზღუდულ ვადებში შესაძენად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში,     გამარტივებული შესყიდვის საშუალებით   განახორციელოს  შემდეგი საქონლის შესყიდვა:

ა) მოკლემკლავიანი მაისური ‑ 2113 ერთეული;

ბ) გრძელმკლავიანი მაისური ‑ 2113 ერთეული;

გ) შარვალი ‑ 2113 ერთეული;

დ) მაღალყელიანი ფეხსაცმელი ‑2113 ერთეული;

ე) ქამარი ‑ 2000 ერთეული;

ვ) ქუდი ( კეპი ) ‑ 2000 ერთეული;

ზ) საერთო სამკლავური ემბლემა (შევრონი) ‑ 2113 ერთეული;

თ) მცირე შევრონი საქართველოს დროშის გამოსახულებით ‑ 2000 ერთეული;

ი) სპეციალური წოდების აღმნიშვნელი სამკლავური ‑ 2113 ერთეული;

კ) ქუდის ემბლემა (კოკარდა) ‑ 2000 ერთეული.

2. „გამარტივებული შესყიდვის , გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“  სახელმწიფო  შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის შესყიდვა განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორების წესით,  გარანტიის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                      ი.  ღარიბაშვილი