დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 16 ივნისის №1-1/939 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/168 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016328 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 16 ივნისის №1-1/939 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 16 ივნისის №1-1/939 ბრძანებით დამტკიცებულ ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ქაღალდისა და ელექტრონული სანავიგაციო რუკებისა (ENC) და ზღვაზე უსაფრთხოების საინფორმაციო სისტემების MSI დანერგვა და განვითარება (NAVTEX; SAFTYNET; Notices to Mariners;).“. გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) ითანხმებს ნავსადგურის აკვატორიაში სანავიგაციო საშუალებების დადგმას, გადაადგილებას, მოხსნას, შუქების დაყენებას მნათი სანაპირო და მცურავ სანავიგაციო სასადგურე ნიშნების მოქმედების ზონაში, ტვირთის დაწყობას ამოსაცნობი, სანავსადგურო-სანავიგაციო სასადგურე ნიშნების მოქმედების ზონაში. |
2.
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ ” ქვეპუნქტი:
„რ. დაინტერესებული პირების მოთხოვნით, შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე: რ.ა) საზღვაო სანავიგაციო ქაღალდისა და ელექტრონული რუკების გაცემა; რ.ბ) ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა; რ.გ) ამინდის პროგნოზის ცნობების გაცემა; რ.დ) ბათიმეტრული მონაცემების შეგროვება; რ.ე) შელფის ბათიმეტრული დასურათება რასტრულ ფაილებში; რ.ვ) გეოდეზია;
|
3.
მე-4 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ 1“ ქვე პუნქტი:
„კ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სამსახურის ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით.“. |
4.
მე-5 მუხლის მეოთხე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ეცნობა ჰიდროგრაფიული განვითარების მსოფლიო გამოცდილებებს და პერიოდულად წარუდგენს სამსახურის დირექტორს აღნიშნული გამოცდილებებიდან გამომდინარე ჩამოყალიბებულ სამსახურის განვითარების გეგმას.“.
|
5.
მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „თ ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სამსახურის ფუნქციების განხორციელებისათვის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, სამსახურის ინტერესების დაცვა სასამართლოში”. ბ) მეოთხე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) სარემონტო სამუშაოების ჩატარება საზღვაო და სახმელეთო სანავიგაციო ნიშნებზე.“. |
6.
მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეებსა და საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ხოლო საზღვაო სანავიგაციო ელექტრონული რუკების (ENC) საფასური დგინდება რეგიონული ელექტრონული სანავიგაციო რუკების საკოორდინაციიო ცენტრებისა (RENC) და სამსახურის ურთიერთშეთანხმებით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით”.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები