დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1121 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017308 |
საქართველოს მთავრ ობის
განკარგულება №1121
2014 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (2014 წლის 9 ივნისის №5/20809) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქ. წნორში, რუსთაველის ქ. №39-ში მდებარე შენობა №1-ის პირველ სართულზე არსებული 258.1 კვ.მ ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №56.04.21.061) სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები