სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017305
  • Word
1106
18/06/2014
ვებგვერდი, 04/07/2014
000000000.00.003.017305
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავ ობის

განკარგულება 1106

2014 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

1. 201 4 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 902 836 (ცხრაას ორი ათას რვაას ოცდათექვსმეტი) ლარი, მათ შორის:

ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს - 806 135 (რვაას ექვსი ათას ას ოცდათხუთმეტი) ლარი;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტს - 96 701 (ოთხმოცდათექვსმეტი ათას შვიდას ერთი) ლარი.

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში , ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის , სახიდე გადასასვლელები), ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების (მათ შორის , წყალგამტარი მილები), გაბიონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა.

 3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა , ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში, „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შემდეგი სახელმწიფო შესყიდვები:

 ა) სოფელ „დიდი ნამტვრიანის“ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია - 29 802 (ოცდაცხრა ათას რვაას ორი) ლარი;

ბ) სოფელ შამთის ხევის 1 ტერიტორიის რეაბილიტაცია - 43 853 (ორმოცდასამი ათას რვაას ორმოცდაცამეტი) ლარი;

გ) სოფელ შამთის ხევის 2 ტერიტორიის რეაბილიტაცია - 79 053 (სამოცდაცხრამეტი ათას ორმოცდაცამეტი) ლარი .

პრემიერ-მინისტრი                        . ღარიბაშვილი