დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1104 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017300 |
საქართველოს მთავრ ობის
განკარგულება №1104
2014 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
1. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი - ფოთი (ასაქცევი) - სარფის საავტომობლო გზის კმ117-119 მონაკვეთის (კვარიათი-სარფი) აღდგენა-გამაგრების, ქვათაცვენისაგან დაცვისა და ფერდობთა გამაგრების სამუშაოებისა და ქ. ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, ადლიის მონაკვეთზე ნაპირსამაგრი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო სასარგებლო წიაღისეულის (სამშენებლო მასალა) მოპოვების მიზნით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 110 (ას ათი) ინდივიდი ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill) და 16 (თექვსმეტი) ინდივიდი კაკლის ხე (Juglans regia L.).
2. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია:
ა) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები