დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 205-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 27/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.51.060.016006 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),25.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001):
1. რეგლამენტის 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები: „ლ1) გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის და ამ რეგლამენტის 1541 მუხლის შესაბამისად ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის საბჭოს; ლ2) გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭოს წევრებს;“. 2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1541მუხლი: „მუხლი 1541 გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით - მისი ერთ-ერთი მოადგილე. გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს უმაღლესი საბჭოს აპარატი.". |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
27 ივნისი 2014 წ. ქ. თბილისი N205-ს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები