დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.025.016147 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს ცვლილება და 1416 მუხლის მე-2 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ა) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) გათვალისწინებული ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის განაწილების შედეგად ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მოპოვებული გამტარუნარიანობის მთელ მოცულობაზე გადაიხდება დისპეტჩერიზაციის და გადაცემის მომსახურების ანაზღაურება, მიუხედავად იმისა რამდენად სრულად იქნება გამოყენებული და ათვისებული მოპოვებული გამტარუნარიანობა (განხორციელებული ელექტროენერგიის ექსპორტი). გამონაკლისია მხოლოდ ისეთი შემთხვევები, როდესაც ექსპორტის შეზღუდვა გამოწვეულია დისპეტჩერიზაციის ან გადაცემის ლიცენზიატის ბრალით ან სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) გათვალისწინებული ახალი ელექტროგადამცემი ხაზის (როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის მონაკვეთის) ტექნიკური გაუმართაობით მისი ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში - ასეთ გამონაკლის შემთხვევებში დისპეტჩერიზაციის და გადაცემის მომსახურების ასანაზღაურებელი საფასურის ოდენობა შემცირდება შეზღუდვის ზემოქმედების პერიოდში/მოცულობით.“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები