,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 აპრილის #13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 03/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.116.016174
15
30/06/2014
ვებგვერდი, 01/07/2014
010250050.35.116.016174
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 აპრილის #13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2014 წლის 30 ივნისი

ქ. ცაგერი

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 აპრილის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 22/04/2014წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.116.016172) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ცაგერის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში ,,კომისია“) უზრუნველყოფს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას“.

ბ) დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით, რომელსაც გამოსცემს ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის ჩატარების შემდეგ“.

დ) დადგენილების მე-7 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7

ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი