დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 484 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016331 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.მე-13 მუხლში: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. პირი დაცვის პოლიციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამოქალაქო პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. სამოქალაქო პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით მიღებულ პირთან იმავე ვადით ფორმდება შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს შრომითი ურთიერთობის დამატებითი პირობები.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. შტატგარეშე მოსამსახურეს შრომით ხელშეკრულებას უფორმებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოსა და სსიპ-ის ხელმძღვანელი. შტატგარეშე მოსამსახურეს შრომითი ხელშეკრულება, როგორც წესი, უფორმდება 6 თვის ვადით.“. 2. 34-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: კადრების განკარგულებაში აყვანა არ ვრცელდება დაცვის პოლიციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამოქალაქო პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით დანიშნულ პირზე, რომელთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები