„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 21/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.114.016198
17
27/06/2014
ვებგვერდი, 04/07/2014
190040000.35.114.016198
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №17

2014 წლის 27 ივნისი

დაბა ჩოხატაური

 

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №32 დადგენილებაში  (სსმ, 30.12.2013) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 


მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი   მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით

„გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისა და ქ. თბილისში  1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული (მოწამლული) პირებისადმი ყოველთვიური და ერთჯერადი ფულადი  დახმარება.

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5   მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

„მუხლი 5. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა  ოჯახებისა და ქ. თბილისში  1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული (მოწამლული)  პირებისადმი ყოველთვიური და ერთჯერადი ფულადი  დახმარება.

1. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის  ბრძოლაში დაღუპულთა  ოჯახები და ქ. თბილისში  1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული (მოწამლული)  პირები ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას 300 (სამასი)  ლარის ოდენობით  , აგრეთვე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სათბობის შესაძენად თითოეული ოჯახი და დაზარალებული  დამატებით მიიღებს 200 (ორასი) ლარს.
2. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა  ოჯახებისადმი (რომლებიც საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ 1993 წლის 30 სექტემბრის შემდეგ)   ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო ქ. თბილისში  1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული (მოწამლული) პირთათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. ყოველთვიური დახმარების დასანიშნად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ). განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილის პირდაპირი მემკვიდრის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა; ვ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17   მუხლის სათაური  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 17. 0-დან 18  წლამდე  ასაკის პირებს, რომელთა ოჯახებს მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 70001-დან 120 000-მდე, სამედიცინო  სტაციონარულ მომსახურებაზე დახმარება“.

მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17   მუხლის პირველი პუნქტი   ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. 0-დან 18 წლამდე ასაკის  პირები, რომელებიც საჭიროებენ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას და რომელთა ოჯახებს მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 70001-დან 120 000- მდე,  გაეწევათ ერთჯერადი დახმარება“.

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე