გათავისუფლებულ ფრენაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

გათავისუფლებულ ფრენაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 419
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.018039
419
27/06/2014
ვებგვერდი, 30/06/2014
420000000.10.003.018039
გათავისუფლებულ ფრენაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №419

2014 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

გათავისუფლებულ ფრენაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს საჰაერო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 27 დეკემბრის (№1900-რს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე, დამტკიცებულ იქნეს გათავისუფლებულ ფრენაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების თანდართული წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი
გათავისუფლებულ ფრენაზე გაწეული ხარჯების

ანაზღაურების წესი


 1. ეს წესი არეგულირებს საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/67 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპებისა და მეთოდოლოგიის“ მე-5 მუხლის, საქართველოს მიერ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების ან/და სხვა სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სააერნაოსნო ან/და სხვა მომსახურების გადასახდელის გადახდისაგან გათავისუფლებულ ფრენებზე (შემდგომში - „გათავისუფლებული ფრენები“) მომსახურების გამწევთა მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების წესსა და პირობებს.

2. ამ წესის მიზნებისთვის „სხვა მომსახურება“ გულისხმობს აეროპორტის მფლობელის ან/და ექსპლუატანტის მიერ საქართველოს შესაბამის აეროპორტებში „გათავისუფლებული ფრენების“ მომსახურების მიზნით გაწეულ საქმიანობას, აგრეთვე სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე  ზედამხედველობას.

3. ამ წესის მიზნებისთვის „სააერნაოსნო მომსახურება“ და „სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა“ განიმარტება საქართველოს საჰაერო კოდექსის 101 და 102 მუხლების შესაბამისად.

4. ამ წესის მიზნებისთვის „მომსახურების გამწევი“ გულისხმობს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტის მფლობელს ან აეროპორტის ექსპლუატანტს.

5. „მომსახურების გამწევის“ მიერ „გათავისუფლებული ფრენების“ სააერნაოსნო ან/და სხვა მომსახურებაზე გაწეული ხარჯები „მომსახურების გამწევს“ აუნაზღაურდება წლიური ბიუჯეტის კანონით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ამ მიზნით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

6. 2015 წლიდან ანაზღაურებას ასევე ექვემდებარება  სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ 2014 წლის 1 იანვრიდან „გათავისუფლებული ფრენების“ მომსახურების მიზნით გაწეული სააერნაოსნო მომსახურების ხარჯი, ასევე „მომსახურების გამწევის“ მიერ „გათავისუფლებული ფრენების“ სააერნაოსნო ან/და სხვა მომსახურებაზე გაწეული ხარჯების წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანება.

7. „გათავისუფლებული    ფრენების“    მომსახურებაზე    გაწეული     ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, შესაბამისი   ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებიდან, უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტობრივად გაწეული სააერნაოსნო და სხვა მომსახურების მოცულობის შესაბამისად, „მომსახურების გამწევის“ მიერ მოწოდებული ანგარიშების (ინვოისი) საფუძველზე, ანგარიშების წარდგენიდან გონივრულ ვადაში.