„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 21/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016187
18
27/06/2014
ვებგვერდი, 30/06/2014
010250050.35.122.016187
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2014 წლის 27 ივნისი

ქ. წყალტუბო

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დ ა ა დ გ ი ნ ა :

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით  განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016174. 04/02/2014) და ამ დადგენილებით დამტკიცებული   დებულება   ჩამოყალიბდეს  ახალი   რედაქციით  (დანართი №1 თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეკახა ბაბუნაშვილი

დანართი  №1

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულება

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1
1. ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების შესაბამისად განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის წესს და აწესრიგებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი კომისია წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით, ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენეტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.

თავი II
სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება

მუხლი 2. კომისიის სტრუქტურა
1. მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში - კომისია) იქმნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. კომისიას თავმჯდომარეობს გამგებელი ან გამგებლის მოადგილე. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან გამგებლის მოადგილე (მოადგილეები), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები), გამგებლის თანაშემწე (თანაშემწეები), განყოფილების უფროსი (უფროსები), მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები), წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები) და უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები) და/ან საკრებულოს წევრი (წევრები). კომისიაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.

3. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.

4. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას (კომისიის თავმჯდომარისათვის მის მიერ გაცემული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარდგენას, კომისიის წევრთა ინფორმირებულობას სხდომის დღის წესრიგის და ჩატარების დროსთან დაკავშირებით, სხვა საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებას) და შესაბამისი ოქმის შედგენას.

5. კომისიის თავმჯდომარე ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის.

6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით კომისიის შემადგენლობაში იქმნება ინსპექტირების ჯგუფი, რომელსაც განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია.

7. კომისიის მატერიალურ - ფინანსური უზრუნველყოფა ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით.

მუხლი 3. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის, საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურების ან შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნები, კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთას ერთად. კომისიის სხდომას იწვევს აგრეთვე კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით.

2. კომისიას შესაბამისი სამსახურებიდან დოკუმენტაცია განსახილველად წარედგინება სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც.

3. კომისიის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).

4. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.

მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია ახორციელებს:

ა) კონტროლს და ზედამხედველობას მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.

ბ) მისაწოდებელი ან/და სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.

გ) სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება- ჩაბარებას და შესაბამისი აქტის მიღებას.

დ) წინადადებების განხილვას ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად.

ე) მოითხოვს შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნას.

ვ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვევს ექსპერტებს და შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

2. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელება შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე.

მუხლი 5. კომისიის სხდომა
1. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს თავმჯდომარე.

4. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.

თავი III
დასკვნითი დებულებები

მუხლი 6. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
მიღება-ჩაბარების კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.