განჩინება შპს „ბერმუხას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება შპს „ბერმუხას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1131
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 23/06/2014
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/1131
23/06/2014
ვებგვერდი, 27/06/2014
განჩინება შპს „ბერმუხას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/1131

        

        

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2014 წლი 23 ივნისი

. ქუთაისი

 

   ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,ბერმუხ ს’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

:

   2012 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ბერმუხ ს’’ დირექტორის ვაჟა ლაზიშვილის განცხადება მიღებულ იქნ ს წარმოებაში.

   2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ბერმუხას’’ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, ამასთან შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.

  2014 წლის 5 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა თამაზ კიკიანმა და მოითხოვა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე მოხდეს მოვალის მფლობელობაში არსებული 7 ერთეული სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლებით აღიარება.

   სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს ,,ბერმუხ ს’’ კრედიტორთა კრება.

  სასამართლომ იხელმძღვანელა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და

 

:

 1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ბერმუხას’’ კრედიტორთა კრება 2014 წლის 1 ივლისს 15:00 საათზე. დღის წესრიგით რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სამეურვეო ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                                         გენადი მაკარიძე