დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.026.016269 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
ვბრძანებ: |
მუხლი 1.
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებით (ვებგვერდი, 010320040, 13/02/2014) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
,,მუხლი 14. შიდა აუდიტის დეპარტამენტი
1. დეპარტამენტის უფროსი: ა) უმაღლესი განათლება (იურიდიული, ეკონომიკური, საბუღალტრო აღრიცხვა, ფინანსები, ბიზნესის ადმინისტრირება და მართვა), სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი, მათ შორის, 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე (უპირატესობა მიენიჭება საჯარო სექტორში შიდა აუდიტორად მუშაობის გამოცდილებას); გ) სამუშაო გამოცდილება რისკის ანალიზის, შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების სფეროში; დ) ნორმატიულ აქტებთან მუშაობის გამოცდილება; ე) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე.დ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე.ე) ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე.ვ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე.ზ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე.თ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; ე.ი) „შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (ჰარმონიზაციის ცენტრის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილება; ე.კ) ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილება; ე.ლ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება; ე.მ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება; ე.ნ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება; ე.ო) „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება; ე.პ) „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება; ე.ჟ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება; ვ) ინგლისური ენის ცოდნა; ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) უმაღლესი განათლება (სასურველი სპეციალობა: იურიდიული, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი, ფინანსები, ბიზნესის ადმინისტრირება და მართვა, ეკონომიკური), სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 4 წელი, მათ შორის 1 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე (უპირატესობა მიენიჭება საჯარო სექტორში შიდა აუდიტორად მუშაობის გამოცდილებას); გ) სამუშაო გამოცდილება რისკის ანალიზის, შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების სფეროში; დ) ნორმატიულ აქტებთან მუშაობის გამოცდილება; ე) სასურველია აუდიტორის სერტიფიკატის ფლობა; ვ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ვ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ვ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ.გ) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; ვ.დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ.ე) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ.ვ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ.ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; ვ.თ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება; ვ.ი) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება; ვ.კ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება; ვ.ლ) „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება; ვ.მ) „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება; ზ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; თ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა. 3. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება (სასურველი სპეციალობა: იურიდიული, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი, ფინანსები, ბიზნესის ადმინისტრირება და მართვა, ეკონომიკური) სასურველია მაგისტრის ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წელი (უპირატესობა მიენიჭება საჯარო სექტორში შიდა აუდიტორად მუშაობის გამოცდილებას); გ) სასურველია აუდიტორის სერტიფიკატის ფლობა; დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; დ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ.გ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ.დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; დ.ვ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება; დ.ზ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება; დ.თ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება; დ.ი) „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება; დ.კ) „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება; ე) ინგლისური ენის ცოდნა; ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა (MS office Word, Excel, Power Point, Project, Outlook). 4. მთავარი სპეციალისტი/თანაშემწე ა) უმაღლესი განათლება (სასურველი სპეციალობა: სამართალმცოდნეობა; ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირება); ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წელი; გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.გ.) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III, თავები); გ.დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; გ.ვ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება; გ.ზ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება; დ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.’’. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები