„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 538
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2014
ძალაში შესვლის თარიღი 18/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 23/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016334
538
17/07/2014
ვებგვერდი, 18/07/2014
140130000.22.034.016334
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №538

2014 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში (ვებგვერდი, 22/01/2014, სარეგისტრაციო კოდი -140130000.22.034.016271) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლით დამტკიცებული №53 და №54 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 18 ივნისიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

დანართი №53

სასაზღვრო პოლიციის  საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო

(გარდა აღმოსავლეთის და დასავლეთის რეგიონული ოპერატიული სამმართველოებისა)

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი

(ლარი)

მთავარი სამმართველოს უფროსი

2 545

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

2 235

სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსი - გამომძიებელი

2 115

სამმართველოს უფროსის მოადგილე,  სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსი - გამომძიებელი

2 000

განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსი - გამომძიებელი

1 290

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი

1 205

უფროსი ინსპექტორი, უფროსი გამომძიებელი

1 020

ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი, გამომძიებელი

945

დანართი №54

სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთის და დასავლეთის რეგიონული ოპერატიული სამმართველოები

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი

(ლარი)

სამმართველოს უფროსი

2 115

სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი

1 875

განყოფილების უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე

1 195

განყოფილების უფროსის მოადგილე, ქვეგანყოფილების უფროსი

950

უფროსი ინსპექტორი  

900

ინსპექტორი  

860