„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016648
196
30/06/2014
ვებგვერდი, 02/07/2014
230210000.22.033.016648
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №196

2014 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.       მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“  ქვეპუნქტის:

ა) „გ.ბ“ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის”დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით განსაზღვრული EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვისას;“;

 ბ) „გ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ მიტანის ვადის გასვლამდე წარდგენილია სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია და საქონლის დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.“.

3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)  ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლისა, თუ დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლამდე წარდგენილია სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია და საქონლის დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

 „ზ) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლისა, თუ მისი დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.“.

4. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. საფოსტო გზავნილით შემოტანილ ან გასატან საქონელზე საბაჟო დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (გზავნილის მიმღების/გამგზავნის) წარმომადგენლობას.“.

5. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული, არანაკლებ 1 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი;“.

6. 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაზღვევის პოლისი (დანართი VI–02);“.

7. 45-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს (გარდა საფოსტო გზავნილით შემოტანილი ან გასატანი საქონლისა) დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე საგადასახადო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.“.

8. 55-ე მუხლის პირველ პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო გამშვებ პუნქტში სასაქონლო ზედნადების წარდგენით (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა). ამასთან, თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებას, შესაბამისი დოკუმენტები საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სასაქონლო ზედნადებთან ერთად, ხოლო საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებულ,  არანაკლებ 1 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე აგრეთვე წარედგინება შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

 „დ) გაფორმების საგადასახადო ორგანოში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის შემთხვევაში.“.

9. 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ექსპორტში დეკლარირებულ, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საზღვაო ტრანსპორტით გასატან საქონელზე (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში ან საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენისას.“.

10. 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გარანტიის წარდგენა (გარდა ამ ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).“.

11. 106-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე დეკლარანტი განცხადებით მიმართავს იმ საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საბაჟო კონტროლის პროცედურებს, ხოლო იმ საქონელზე, რომლის მიმართ სასაქონლო ოპერაცია გაცხადებულია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – გაფორმების საგადასახადო ორგანოს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური