„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის №13 დადგენლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016151
16
25/06/2014
ვებგვერდი, 27/06/2014
010260020.35.108.016151
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის №13 დადგენლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2014 წლის 25 ივნისი

ქ. სენაკი

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 02/05/2014. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მეორე მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემათხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.“.

ბ) დებულების მეორე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლება განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ ხაბურზანია