დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-44/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016272 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 15/02/2013, 470230000.22.035.016192) დამტკიცებულ (იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს) დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე- 2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნე IV კლინიკური ჯგუფით განსაზღვრული კატეგორია, დადასტურებული ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით (C00-C97, D00-D09).“. |
2.
მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შაქრიანი დიაბეტი (E10-E11), როდესაც ადეკვატური მკურნალობის ფონზე გლიკემიის კორექცია ვერ ხერხდება და გამოკვეთილია დაზიანება ორგანოთა ფუნქციების (გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, შარდის გამომყოფი, მხედველობის) ტერმინალური, მკურნალობისადმი რეზისტენტული უკმარისობით. 2. ჰიპერპარათირეოზი (E21) ინოპერაბელური ფორმა, თუ კი სახეზეა რომელიმე შემდეგი გართულება: ა) ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის მრავლობითი პათოლოგიური მოტეხილობები (S12, S22, S32,T02); ბ) თირკმელების ქრონიკული, ტერმინალური, მკურნალობისადმი რეზისტენტული უკმარისობა (N18.4; N18.5). 3. კუშინგის სინდრომი (E24) ინოპერაბელური მძიმე ფორმა, მკურნალობისადმი რეზისტენტული, თუკი სახეზეა რომელიმე შემდეგი გართულება: ა) ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის მრავლობითი პათოლოგიური მოტეხილობები (S12, S22, S32,T02); ბ) კუნთების ატროფია (M62.5), კარდიომიოპათია (I42) და მკურნალობისადმი რეზისტენტული გულის უკმარისობა (I50), თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით (I60-I69), ორი ან მეტი კიდურის პლეგიით ან პარეზით.“. |
3.
მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გულის უკმარისობა (I50) ,,NYHA“-ს კლასიფიკაციით IV ფუნქციური კლასი, ან III ფუნქციური კლასი რეზისტენტული სრულფასოვანი მკურნალობის მიმართ, რომელიც გამოწვეულია რომელიმე შემდეგი მიზეზით: ა) გულის შეძენილი და თანდაყოლილი მანკები (I05, I06, I07, I08, I34, I35, I36, I37, I38, Q20-Q28); ბ) ქრონიკული კონსტრიქციული პერიკარდიტი (I31.1), რომელიც არ ექვემდებარება ქირურგიულ მკურნალობას; გ) გახანგრძლივებული მიმდინარეობის ბაქტერიული ენდოკარდიტი(I33.0); დ) იდიოპათიური კარდიომიოპათიები (I42.0, I42.1); ე) ენდომიოკარდიული ფიბროზი(I42.3); ვ) სხვადასხვა გენეზის (მეორადი) კარდიომიოპათიები (I43); ზ) გულის იშემიური დაავადება - იშემიური კარდიომიოპათია (I25.5), მარცხენა პარკუჭის ანევრიზმა (I25.3); თ) გულის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა გულის (შეგუბებითი) უკმარისობით (I11.0) (,,NYHA“-ს კლასიფიკაციით IV ფუნქციური კლასი).“. |
4.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. აივ/შიდსი აივ/შიდსის შედეგად განვითარებული ავადმყოფობები (ICD-10 კლასიფიკაციით B20, B21, B22), რომელსაც თან ახლავს შინაგანი ორგანოების/ორგანოთა სისტემების მძიმე ხარისხის დაზიანება/უკმარისობა, როდესაც სახეზეა ტერმინალური/შეუქცევადი მდგომარეობა.“.
|
5.
მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჰიპოპლაზიური და აპლაზიური ანემიები (D60-D61), აგრანულოციტოზი (D70) – მძიმე ფორმა. 2. თანდაყოლილი და შეძენილი ჰემოლიზური ანემიები (D55-D59), თალასემია (D56) - მძიმე ფორმა.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები