„სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1082
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017277
  • Word
1082
17/06/2014
ვებგვერდი, 24/06/2014
000000000.00.003.017277
„სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1082

2014 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №107 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტრატეგიის განხორციელებისათვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი თანდართული ნუსხით განსაზღვრული სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლებისაგან (დანართი №2).“.

     2. განკარგულებით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №2

 

სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით – განხორციელებისათვის, სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობაში მონაწილესამთავრობო დაწესებულებების ნუსხა

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                            ირაკლი ღარიბაშვილი