დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის თავის სარგებლობაში არსებული ფართის აუქციონის გარეშე, იჯარით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1053 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017265 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1053
2014 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის თავის სარგებლობაში არსებული ფართის აუქციონის გარეშე, იჯარით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს მიეცეს თანხმობა, რომ თავის სარგებლობაში არსებული შენობის პირველ სართულზე – ქ. თბილისში, შ. რუსთაველის გამზირ № 6‑ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – 01.15.05.064.009), შენობა-ნაგებობა№ 1-4-5) მდებარე 1 კვ.მ ფართი 2 (ორი) წლის ვადით, წლიური სარგებლობის საფასურით – 566,40 (ხუთას სამოცდაექვსი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის (ყოველთვიურად 47,20 ლარი) ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით), აუქციონის გარეშე, იჯარით გადასცეს სს „ლიბერთი ბანკს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 203828304), ბანკომატის განთავსების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები