დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, თვითმმართველი ქალაქი რუსთავისთვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1049 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017269 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1049
2014 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, თვითმმართველი ქალაქი რუსთავისთვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. მიმდინარე წლის 30 მარტს, თვითმმართველ ქალაქ რუსთავში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული შენობების სახურავების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, თვითმმართველ ქალაქ რუსთავს გამოუყოს 124 000 (ას ოცდაოთხი ათასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველმა ქალაქმა რუსთავმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები