საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1048
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017263
  • Word
1048
11/06/2014
ვებგვერდი, 24/06/2014
000000000.00.003.017263
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1048

2014 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროსსისტემაშიშემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №230866783) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ზესტაფონში, საქარხნოს ქუჩაზე მდებარე 1214 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, განაშენიანების ფართობით – 534.12 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №32.10.35.083), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ არგვეთაში მდებარე 2627 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №32.03.34.140) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონებების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული ფასთა სხვაობა 5300 (ხუთი ათას სამასი) ლარი გადაიხადოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.

3. საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროსსისტემაშიშემავალმასსიპ – სახელმწიფოქონებისეროვნულმასააგენტომ,ამგანკარგულებისშესრულებისმიზნით,უზრუნველყოსკანონმდებლობითგათვალისწინებულიღონისძიებისგანხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                               ი. ღარიბაშვილი