დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1020 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017262 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1020
2014 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2013 წლის 18 აპრილის №83დადგენილებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 15 მარტის (სხდომის ოქმი№6) რეკომენდაციის შესაბამისად, სს ,,ინჟმშენის“ მიერ შესაბამის თანხაზე საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ, გარანტორისაგან (სს ,,საქართველოს ბანკი“) გამოთხოვილი და დეპოზიტზე განთავსებული თანხის 237797 (ორას ოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი) სს ,,ინჟმშენისთვის“ დაბრუნება, შესაბამისი ორგანოების მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
ბ) ობიექტზე არსებული და შეფასებული, მათ შორის, მომავალში გამოვლენილი და შეფასებული დეფექტების გამოსწორება, სს ,,ინჟმშენის“ მიერ წარმოდგენილი ახალი საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხიდან.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები