დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1019 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017261 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1019
2014 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. დაევალოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ‑ს - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, 2014-2017 წლების განმავლობაში, ეროვნული მნიშვნელობის კომპლექსური ძეგლის - სოფელ მუცოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ‑მა - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების, ასევე, მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. ეროვნული მნიშვნელობის კომპლექსური ძეგლის - სოფელ მუცოს სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი (მოსამზადებელი) ეტაპის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სსიპ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 730 000 (შვიდას ოცდაათი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები