„ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემის“ დანერგვისა და ამოქმედების შესახებ

  • Word
„ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემის“ დანერგვისა და ამოქმედების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017258
  • Word
1018
09/06/2014
ვებგვერდი, 24/06/2014
000000000.00.003.017258
„ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემის“ დანერგვისა და ამოქმედების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1018

2014 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემის“ დანერგვისა და ამოქმედების შესახებ

არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას წარსადგენი „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემის“ დანერგვისა და ამოქმედების მიზნით:

1. შეიქმნას საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას წარსადგენი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი პროგრამული მოდული – „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემა“ (შემდგომში – „ერთიანი ელექტრონული სისტემა“).

2. ლიცენზიების/ნებართვების/სერტიფიკატების გამცემმა ორგანოებმა უზრუნველყონ მათ მიერ გაცემული ლიცენზიების/ნებართ­ვების/სერტიფი­კატების „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ატვირთვა.

3. „ერთიანი ელექტრონული სისტემის“ დანერგვისა და ამოქმედებისათვის პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 2 თვეში, კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ სინქრონიზაციის მიზნით.

5. ამ განკარგულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საბაჟო პროცედურების განხორციელებისას წარსადგენი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლიცენზიებისა და ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემისა და სანებართვო პირობების ელექტრონული ფორმით კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №770 განკარგულება.

6. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ‑მინისტრი                                                                      ი. ღარიბაშვილი