„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესხებ" სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესხებ" სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 29/07/2014
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2014
ძალაში შესვლის თარიღი 15/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016074
117
29/07/2014
ვებგვერდი, 30/07/2014
310050000.54.066.016074
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესხებ" სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №117

2014 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ"  სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაოაბაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ჰ64“  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ64) TCAS – საჰაერო მოძრაობის ამსახველი და შეჯახების აცილების სისტემა;“;

ბ) „ჰ76“  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ76) ACAS – ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემა;".

2. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სხ - ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით. ამ წესის მიზნებისათვის სხ გულისხმობს  მხოლოდ თვითმფრინავს;";

ბ) ჰ31)  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ31) სახმელეთო მომსახურება – სხ-ის აეროდრომზე მოსაფრენად და აეროდრომიდან გასაფრენად საჭირო მომსახურება, საჰაერო მოძრაობის მომსახურების გარდა.".

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის და ფუნქციონირების შენარჩუნების კონცეპტუალური ჩარჩოები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის I ნაწილის მე-7 დამატებაში. ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო მასალებს შეიცავს იკაოს DOC 9859.“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიცირება და ზედამხედველობა

„სხ-ის ექსპლუტანტის სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნები და ზედამხედველობის პირობები დადგენილია სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესით.“

5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრძალულია სხ-ის მიმოსვლა აეროდრომის მანევრირების ფართზე, თუ იმ ავიასპეციალისტს, რომელიც მართავს სხ-ს:

ა) უფლებამოსილება არ მიუღია სხ-ის ექსპლუატანტის ან ექსპლუატანტის მიერ  დანიშნული აგენტისაგან;

ბ) სათანადოდ არ არის მომზადებული;

გ) არა აქვს რადიოსატელეფონო კავშირით სარგებლობის უფლება;

დ) კომპეტენტური პირისაგან არ მიუღია ცნობები აეროდრომის სქემის, სამიმოსვლო მარშრუტის, მონიშვნის, შუქტექნიკური საშუალებების, საექსპლუატაციო პროცედურების, ფრაზეოლოგიის შესახებ, ასევე არ მიუღია ინსტრუქცია სმმ-ის ორგანოდან უსაფრთხოდ მიმოსვლის უზრუნველსაყოფად.“.

6. მე-16 მუხლის მე-3  და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების განსაზღვრის მეთოდს ამტკიცებს სააგენტო.

4. მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების განსაზღვრის მეთოდს სააგენტო ამტკიცებს მხოლოდ ფრენის  უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მოქმედი შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

ა) სხ-ის ადგილმდებარეობის განსაზღვრის სიზუსტე და საიმედოობა;

ბ) სიმაღლის საზომების მაჩვენებლების უზუსტობა;

გ) რელიეფის მახასიათებლები (მაგ., სიმაღლის მკვეთრი ცვალებადობა);

დ) არახელსაყრელი მეტეოროლოგიურ პირობებში მოხვედრის ალბათობა (ძლიერი ტურბულენტობა და დაღმავალი ჰაერის მასები);

ე) სააერნაოსნო რუკების შესაძლებელი უზუსტობა;

ვ) შეზღუდული საჰაერო სივრცე.“.

7. 24-ე მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ორძრავიანი სხ-ით გაზრდილი დროის წესით ფრენისას შეირჩევა მარშრუტის სათადარიგო აეროდრომი და მიეთითება ფრენის სამუშაო გეგმაში და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ფრენის გეგმაში.

5. სახელსაწყო წესებით შესრულებული ფრენისას, ფრენის სამუშაო გეგმაში შეირჩევა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ფრენის გეგმაში მიეთითება დანიშნულების პუნქტის ერთი სათადარიგო აეროდრომი მაინც, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა: 

 ა) ფრენის ხანგრძლივობა გაფრენის აეროდრომიდან ან მარშრუტის იმ წერტილიდან, სადაც დანიშნულების პუნქტამდე იცვლება ფრენის გეგმა, განისაზღვრება მეტეოროლოგიური პირობების და ფრენის ოპერატიული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც იძლევა საკმარის გარანტიას, რომ დანიშნულების აეროდრომზე მიფრენის  გათვლილი დროისთვის:

ა.ა) დასაფრენად შესვლა და დაფრენა შესაძლებელი იქნება ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში; და/ან

ა.ბ) დანიშნულების აეროდრომზე მიფრენის გათვლილი დროისთვის არსებობს დამოუკიდებელი ადზ-ები, რომელთაგანაც ერთი  მაინც არის აღჭურვილი სახელსაწყო წესით დაფრენისთვის; და/ან

ბ) აეროდრომი არის იზოლირებული. (იზოლირებულ აეროდრომებზე ფრენების შესრულება არ საჭიროებს სათადარიგო აეროდრომების შერჩევას და ფრენები იგეგმება ამ წესის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად).“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფრენის სამუშაო გეგმაში შეირჩევა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ფრენის გეგმაში მიეთითება ორი სათადარიგო აეროდრომი იმ შემთხვევაში, როდესაც დანიშნულების აეროდრომზე:

ა) აეროდრომის გამოყენების გათვლილი დროისთვის მეტეოროლოგიური პირობები არის ექსპლუატანტის მიერ ამ ფრენებისთვის დადგენილი საექსპლუატაციო მინიმუმზე დაბალი;

ბ) მეტეოროლოგიურ პირობებზე ინფორმაცია არ არსებობს.”.

8. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლში გამოყენებული აბსოლუტური სიმაღლეები სტანდარტულ ატმოსფეროში   შეესაბამება მიახლოებით აბსოლუტური წნევის შემდეგ მნიშვნელობებს:                                              

აბსოლუტური წნევა             მეტრი                          ფუტი

700  ჰპა                                  3000                            10 000

620  ჰპა                                  4000                            13 000

376 ჰპა                                   7600                            25 000

9. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. მეტეოროლოგიურ და  შემხვედრ სახიფათო  პირობებზე დაკვირვება

1. ფრენისას სხ-დან მეტეოროლოგიური დაკვირვების წესები, აგრეთვე მათი რეგისტრაცია და მოხსენების გადაცემის წესები აღწერილია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის, PANS-ATM (Doc 4444) და შესაბამის დამატებით რეგიონალურ წესებში (Doc7030).

2. ფრენისას შემხვედრი სახიფათო პირობების შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კავშირზე მყოფ მეთვალყურეს ან დისპეტჩერს. ამგვარ  შეტყობინებაში დეტალურად უნდა იყოს გადმოცემული ყველა წვრილმანი, რათა უზრუნველყოფილი იყოს სხვა სხ-ის უსაფრთხოება.“.

10. 38-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. სიმაღლის აღების და დაშვების ვერტიკალური სიჩქარეები“.

11.39-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სხ-ის მეთაური პასუხს აგებს საბორტო ჟურნალის წარმოებაზე და გენერალური დეკლარაციის შევსებაზე.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სხის მეთაური ვალდებულია კავშირის ყველაზე ხელსაყრელი საშუალებით შეატყობინოს დანიშნულების პუნქტის შესაბამის სამსახურს სხ-ზე გამოვლენილი გადამდები დაავადებებით ინფიცირებული მგზავრების არსებობის შესახებ და გააკეთოს გენერალურ დეკლარაციაში შესაბამისი ჩანაწერები.“.

12.43-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სხ აღჭურვილია ამ წესების 71-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;“.

13. 44-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: FRMS-ის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ამ წესის მე-7 დანართში.“.

14. 50-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 50. საბორტო აღჭურვილობა“;

ბ) მე-7 პუნქტის:

ბ.ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) შევსებული და რეგისტრირებული ფრენის გეგმა;“;

ბ.ბ)  „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) საერთაშორისო რეისზე – გენერალური დეკლარაცია (GD);“;

ბ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“, „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები:

„ყ) ეკიპაჟის წევრების მოქმედი მოწმობები;

შ) სააგენტოს მიერ დამოწმებული სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ასლი;

ჩ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი პოლის(ებ)ი ეკიპაჟის წევრების, მგზავრების, ტვირთის, ბარგის და მესამე პირების მიმართ.“.

15. 51-ე მუხლის:

 ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე და 31-ე პუნქტები:

30. ჩანაწერების ხანგრძლივობა - ჩანაწერის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს CVR-ზე ჩანაწერის ხანგრძლივობის ტოლი.

31. კორელაცია - მონაცემების გადაცემის ხაზის ჩანაწერების და კაბინის ხმოვანი გარემოებების  ჩანაწერების კორელაცია  უნდა იყოს უზრუნველყოფილი.“.

16. 52-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 52. საბორტო თვითმწერების მონტაჟი და ექსპლუატაცია“;

ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საავიაციო შემთხვევების მოკვლევის უფლებამოსილი ორგანოსათვის  ექსპლუატანტის  მიერ გადაცემული  FDR-ის და ADRS-ის პარამეტრებთან დაკავშირებული საბუთები შეიძლება იყოს ელექტრონულ ფორმატში, ამასთან, გაითვალისწინება დარგობრივი სპეციფიკაციები.".

17. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვფწ-ით კონტროლირებადი ფრენის შემსრულებელი სხ  უნდა აღიჭურვოს ამ წესის 58-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.“.

18.54-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ფრენა მიმდინარეობს წყლის თავზე, სახმელეთო სხ-ის აღჭურვილობა უნდა შედგებოდეს  სამაშველო ჟილეტისაგან ან ტოლფასი ინდივიდუალური საცურავი საშუალებისაგან  ბორტზე მყოფი ყოველი პირისათვის. ამასთან, ისინი ისე უნდა განთავსდეს, რომ პირისათვის ადვილი მისაწვდომი იყოს მისი სავარძლიდან ან საძილე ადგილიდან;“ .

19. 59-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 58-ე მუხლში მითითებული აღჭურვილობით;“.

20. 64-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებისმიერი აირტურბინულძრავიანი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე, ან 19-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ი, უნდა აღიჭურვოს  დედამიწასთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით, თუ ის  ასრულებს სფწ-ით ფრენებს.“ ;

ბ) 64-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნებისმიერი აირტურბინულძრავიანი, 5700კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის და 5-ზე მეტი (მაგრამ არაუმეტეს 9) სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ი, უნდა აღიჭურვოს დედამიწასთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით (GPWS), რომელსაც ექნება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით გაფრთხილებების უზრუნველყოფა, მიდამოზე სიმაღლის არასაკმარისი მარაგის გაფრთხილება, დაფრენის მიმართულებით რელიეფის შეფასების ფუნქცია.ეს მოთხოვნა არ გამოიყენება იმ სხ-ებისთვის, რომლებიც ასრულებენ ვფწ-ით ფრენებს.

„6. ნებისმიერი  დგუშიანძრავიანი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის ან 9-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ი, უნდა აღიჭურვოს დედამიწასთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით, რომელსაც ექნება, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით გაფრთხილებების უზრუნველყოფა, მიდამოზე სიმაღლის არასაკმარისი მარაგის გაფრთხილება დაფრენის მიმართულებით რელიეფის შეფასების ფუნქცია.ეს სტანდარტი არ გამოიყენება იმ სხ-ებისთვის, რომლებიც ასრულებენ ვფწ-ით ფრენებს.“.

21. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  67.  ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემა (ACAS II)

1. ნებისმიერი ტურბინულძრავიანი, 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის ან 19-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ უნდა აღიჭურვოს ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემით  (ACASII).

2. ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის (IV ტომის)  მოთხოვნებს.“.

22. 68-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნებისმიერი  სხ, თუ ის  ასრულებს ფრენებს კონტროლირებად საჰაერო სივრცეში უნდა აღიჭურვოს მონაცემების გადამცემი წყაროთი, რომელიც ბარომეტრულ სიმაღლეს გადასცემს სულ ცოტა, 7,62 მ (25 ფტ)-ის სიზუსტით.“.

23. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საავიაციო საავარიო სიხშირეზე (121,5 მგჰ) კავშირი ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით ჩამოთვლილი რადიოაღჭურვილობით.“.

24. 74-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. RVSM-ის მოქმედების საჰაერო სივრცეში ფარდობითი სიმაღლის შენარჩუნების მოთხოვნებისადმი შეუსაბამო სხ-ების ან მათი ტიპური ჯგუფების მიმართ, სააგენტო სხ-ის რეგისტრაციის სახელმწიფოსთან ერთად (საჭიროებისას), დაუყოვნებლივ იღებს ზომებს.“.

25.77-ე 78-ე და 79-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  77. სხ-ის ტექნიკური მომსახურება

ექსპლუატანტმა სხ-ის ტექნიკური მომსახურება უნდა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 78. სხ-ის მოდიფიკაცია და რემონტი

სხ-ის მოდიფიკაცია და რემონტი უნდა განხორციელდეს  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 79. სხ-ის ტექნიკური მომსახურების  საწარმო

 სხ-ის  ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს  სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2013 წლის 27 დეკემბრის №262 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად სერტიფიცირებულ, ან სააგენტოს მიერ აღიარებულ ტექნიკური მომსახურების საწარმოში.“.

26. 84-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს ეკრძალება კონკრეტული ტიპის სხ-ის ან მისი მოდიფიკაციის მართვა, თუ ბოლო 90 დღის განმავლობაში  არ შეუსრულებია სულ ცოტა სამი აფრენა და დაფრენა ამავე  ტიპის სხ-ზე, ან ამ ტიპის სხ-ის საწაფზე.

2. თუ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს არ შეუსრულებია ფრენა კონკრეტული სხ-ის ტიპზე  90 დღიდან ერთ წლამდე პერიოდში, იგი ვალდებულია გაიაროს მომზადება საავიაციო კანონმდებლობის, საფრენოსნო საბუთების, სეს-ის შესწავლის მიზნით და საფრენოსნო მომზადება ოთხი ფრენის ოდენობით.

3. თუ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს არ შეუსრულებია ფრენა კონკრეტული სხ-ის ტიპზე  ერთიდან სამ წლამდე პერიოდში, იგი ვალდებულია გაიაროს ექსპლუატანტის მიერ დადგენილი კვალიფიკაციის აღდგენითი (conversion) კურსი.

4. თუ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს არ შეუსრულებია ფრენა კონკრეტული სხ-ის ტიპზე სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, იგი ვალდებულია გაიაროს მომზადება საავიაციო კანონმდებლობის, საფრენოსნო საბუთების შესწავლის მიზნით, ასევე თეორიული და საფრენოსნო მომზადება ახალ ტექნიკაზე გადამზადების და მწყობრში შეყვანის პროგრამით.

5. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს, რომელიც დაშვებულია სხ-ის კონკრეტული ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციაზე, ან სხვადასხვა ტიპის სხ-ზე, რომლებსაც გააჩნიათ ანალოგიური საექსპლუატაციო მახასიათებლები, ეკრძალება კონკრეტული ტიპის სხ-ის ან მისი მოდიფიკაციის მართვა, თუ ბოლო 90 დღის განმავლობაში არ შეუსრულებია ფრენა ამავე ტიპის სხ-ის, ან მისი მოდიფიკაციის, ან შესაბამისი ტიპის საწაფზე.

6. ექსპლუატანტი განსაზღვრავს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის ფრენაზე დაშვების პროცედურებს  სხ-ის ტიპების და მოდიფიკაციების განსხვავებების გათვალისწინებით და წარუდგენს სააგენტოს დასამტკიცებლად.“.

27. 87-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს პილოტირების ტექნიკის და ავარიულ სიტუაციებში მოქმედებების  საკვალიფიკაციო შემოწმება, რათა გამოავლინოს პილოტების კონკრეტული ტიპის ან მოდიფიკაციის სხ-ზე ფრენისთვის მზადყოფნა. თუ ფრენები ხორციელდება სფწ-ით, ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს იმის დემონსტრირება, რომ პილოტი იცავს ამ წესებით ფრენის ნორმებს. შემოწმებების ჩატარება შეუძლია ექსპლუატანტის მიერ დანიშნულ პილოტ-ინსპექტორს (ინსტრუქტორს), ან სააგენტოს წარმომადგენელ შემმოწმებელს. ასეთი სახის შემოწმებები უნდა ჩატარდეს წლიწადში ორჯერ, ამასთან, შემოწმებებს შორის პერიოდი არ უნდა იყოს ოთხ თვეზე ნაკლები.

შენიშვნა: 1. ზემოთ აღნიშნული შემოწმებების ჩატარებისათვის შეიძლება გამოყენებული იყოს საწაფი, თუ ის  აღიარებულია სააგენტოს მიერ და განკუთვნილია ამ მიზნებისათვის. 

2. საწაფების კლასიფიკაციის და შეფასების კრიტერიუმების საკითხები მოცემულია იკაოს DOC-9625.

2. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ეკიპაჟის ყოველმა წევრმა 12 თვეში ერთხელ გაიაროს სამარშრუტო შემოწმება ფშს-ში აღწერილი მოთხოვნების შესაბამისად. შემოწმების ჩატარება შეუძლია ექსპლუატანტის მიერ დანიშნულ ხომალდის მეთაურ-შემმოწმებელს (LTC).“.

28.91-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო უნდა შეიცავდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-8 დანართის მოთხოვნებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

2. ექსპლუატანტი ვალდებულია სეს-ში შეტანილი ცვლილებები წარუდგინოს რეგისტრაციის სახელმწიფოს შესათანხმებლად.“.

29. 92-ე და 93-ე  მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  92. ექსპლუატანტის ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელო

ექსპლუატანტმა „ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელო“ უნდა შეიმუშაოს  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებით  დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი  93. ტექნიკური მომსახურების პროგრამა

ექსპლუატანტმა სხ-ის „ტექნიკური მომსახურების პროგრამა“ უნდა შეიმუშაოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.“.

30. 97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 97. მომსახურე ეკიპაჟის მინიმალური რაოდენობა

„ექსპლუატანტი ადგენს და სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგენს მომსახურე ეკიპაჟის მინიმალურ რაოდენობას, რომელიც განისაზღვრება მის ექსპლუტაციაში არსებული კონკრეტული საჰაერო ხომალდის ტიპისა და მასზე არსებული სავარძლების რაოდენობის მიხედვით, ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს  ავარიულ სიტუაციაში ან სიტუაციაში, როდესაც აუცილებელია მგზავრების უსაფრთხო და სწრაფი ევაკუაცია, მათი მოვალეობების შეუფრხებელი  შესრულება.“.

31. მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 100. მომსახურე ეკიპაჟის მომზადება

„1. ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს და სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურე ეკიპაჟის მომზადების სახელმძღვანელო. მომზადების სახელმძღვანელო უნდა მოიცავდეს ამ წესის 21-ე დანართში „მომსახურე ეკიპაჟის მომზადება“ მითითებულ საკითხებს.

2. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს მომსახურე ეკიპაჟის ყოველი წევრის მომზადება „მომსახურე ეკიპაჟის მომზადების“ შესაბამისად.

3. მომსახურე ეკიპაჟის წევრების საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა აკმაყოფილებდეს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესის“ მოთხოვნებს.“.

32.101-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურე ეკიპაჟის ყოველი წევრი პირადი სახელმძღვანელოთი. სახელმძღვანელო უნდა იდოს ყოველ რეისზე და იყოს ადვილად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ბორტგამყოლისათვის.“.

33.104-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3  პუნქტი:

„3. შემოწმების საკონტროლო ჩამონათვალი შედგენილი უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 8973 დამატების („საჰაერო ხომალდის შემოწმების საკონტროლო ჩამონათვალი საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად“). შესაბამისად.“ .

34.105-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს და სააგენტოსთან შეათანხმოს  საავიაციო უშიშროების სფეროში პერსონალის  მომზადების პროგრამა, რომლის მიხედვით განხორციელდება მათი მომზადება.

2. ავიასპეციალისტს ეკრძალება მოვალეობების შესრულება, ექსპლუატანტს კი მისი საფრენოსნო ეკიპაჟის  და მომსახურე ეკიპაჟის წევრად დაშვება, თუ მან არ გაიარა ეკიპაჟის წევრებისათვის განკუთვნილი საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კურსი.

3. ეკიპაჟის წევრების სწავლება უნდა განხორციელდეს  სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან სააგენტოს მიერ აღიარებულ   სასწავლო დაწესებულებაში, სწავლება უნდა მოიცავდეს სულ მცირე იმ საკითხებს, რომელიც მოცემულია ამ წესის  მე-20 დანართში „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის პერსონალის  მომზადების პროგრამა საავიაციო უშიშროების საკითხებში“ .

4. ეკიპაჟის წევრებისათვის პერიოდული მომზადება საავიაციო უშიშროების სფეროში   უნდა განხორციელდეს წელიწადში ერთხელ.

5. ეკიპაჟის პირველადი მომზადების ხანგრძლივობა შეადგენს  24 საათს, პერიოდული სწავლება - 8 საათს.

6. ავიაგადამზიდველის ხელმძღვანელობა, ავიაგადამზიდველის წარმომადგენლები როგორც საქართველოს, ასევე სხვა სახელმწიფოს  აეროპორტებში, სახმელეთო სამსახურების, ტექნიკური და საინჟინრო სამსახურის პერსონალი  შესაბამის  სწავლებას გადის  სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან სააგენტოს მიერ აღიარებულ   სასწავლო დაწესებულებაში. სწავლების პროგრამა უნდა მოიცავდეს სულ მცირე იმ საკითხებს, რომელიც მოცემულია ამ წესის მე-20 დანართში ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის პერსონალის მომზადების პროგრამა საავიაციო უშიშროების საკითხებში“. აღნიშნული კურსის პირველადი მომზადების ხანგრძლივობა შეადგენს 16 საათს, პერიოდული სწავლება - 8 საათს. პერიოდული სწავლება უნდა განხორციელდეს სამ წელიწადში ერთხელ.

7. ავიაგადამზიდველის ის პერსონალი, რომელსაც არა აქვს წვდომა აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე და არ საჭიროებს საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსის გავლას, გადის ინსტრუქტაჟს სხვადასხვა სახის სატელეფონო ზარით,  ფიზიკური პირისაგან, ფოსტის საშუალებით მიღებული) მუქარის მიღების დროს განსახორციელებელი მოქმედებების შესახებ, აღნიშნული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს მინიმუმ სამ საათს და უნდა განხორციელდეს სამ წელიწადში ერთხელ.  ინსტრუქტაჟის ჩატარების უფლება აქვს ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელ პირს. სწავლების შესახებ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი, რომელიც დამოწმებული იქნება ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის  ხელმოწერით.“ .

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 15 აგვისტოდან.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია