დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2014 წლის 14 მაისს დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული „ვლადიკავკაზ-თბილისის“ დ=720 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 993 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017254 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №993
2014 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
2014 წლის 14 მაისს დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ,,ვლადიკავკაზ-თბილისის“ დ=720 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
2014 წლის 14 მაისს დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ,,ვლადიკავკაზ-თბილისის“ დ=720 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით:
1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ სამშენებლო სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ მშენებლობის ნებართვის გაცემა ,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებისგან გათავისუფლების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები