შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 989
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017250
  • Word
989
06/06/2014
ვებგვერდი, 24/06/2014
000000000.00.003.017250
შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №989

2014 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს:  

ა) შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ახალ თბილისს“ (უფლებამონაცვლე - შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრი“) შორის 2012 წლის 5 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით (შემდგომში - ხელშეკრულება) გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების (5.1.2 პუნქტი) ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ გათავისუფლების თაობაზე, იმ პირობით, რომ შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრი“ ჯეროვნად შეასრულებს ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ვალდებულებებს;

ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონების დარჩენილი საფასურის, კერძოდ, 1 180 000 (ერთი მილიონ ას ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაფარვის ვალდებულება (5.1.1. პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტები) განხორციელდეს, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 3 (სამი) თვისა;

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების (5.1.2. პუნქტი) შესრულების ვადად განისაზღვროს გადაცემული ქონების მესამე პირთა მიერ ფაქტობრივად გამოთავისუფლებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წელი;

დ) გადაცემული ქონების მესამე პირთა მიერ ფაქტობრივად გამოთავისუფლების მიზნით, შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრმა“ უზრუნველყოს შესაბამისი ქმედებების განხორციელება და ყოველ 3 (სამი) თვეში ერთხელ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელებული ქმედებების თაობაზე.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                                ი. ღარიბაშვილი