დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 988 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017249 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №988
2014 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის პროცესის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, თავისი საქმიანობისა და სახელმწიფო ქონების განკარგვის ან/და სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაციის საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულებში გავრცელებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები