„შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N1532 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 987
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017248
  • Word
987
06/06/2014
ვებგვერდი, 24/06/2014
000000000.00.003.017248
„შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N1532 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №987

2014 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

„შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის 1532 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63­‑ე მუხლის შესაბამისად, „შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის 1532 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)  მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ)  დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                                                       ი . ღარიბაშვილი

დანართი

I კვარტალი (იანვარი, თებერვალი, მარტი):

აჭარა, სამეგრელოზემო სვანეთი, გურია, იმერეთი, რაჭა‑ლეჩხუმი , ქვემო სვანეთი, კახეთი, სამცხე‑ჯავახეთი (გარდა ბაკურიანისა), ქვემო ქართლი, მცხეთა‑მთიანეთი (გარდა გუდაურისა), შიდა ქართლი.

IIკვარტალი (აპრილი, მაისი, ივნისი):

სამეგრელო‑ზემო სვანეთი (გარდა ანაკლიისა), გურია (გარდა ურეკისა), იმერეთი, რაჭა‑ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, მცხეთა‑მთიანეთი, სამცხე‑ ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი.

IIIკვარტალი (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი):

სამეგრელო‑ზემო სვანეთი (გარდა ანაკლიისა), გურია (გარდა ურეკისა), იმერეთი (გარდა ქუთაისისა, საირმისა, წყალტუბოსი), შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა‑მთიანეთი (მხოლოდ გუდაური).

IVკვარტალი (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი):

ყველა რეგიონი: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა‑მთიანეთი, რაჭა‑ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი,სამეგრელოზემო სვანეთი, სამ­ცხე‑ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი.