დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის N24/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/14 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 20/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016204 |
|
„თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის №24/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-80 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანების №14031573/49135 „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის №24/36 დადგენილებაში (ვებგვერდი, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.111.016185). კერძოდ: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის შემოსავლები 23587,0 ათ. ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 5. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის გრანტები 13503,4 ათ. ლარის ოდენობით.
|
5.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 6. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 4283,6 ათ. ლარის ოდენობით.
|
6.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯები 13969,0 ათ. ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
7.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9423,7 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის არაფინანსური აქტივების ზრდა 10323,7 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 900,0 ათ. ლარის ოდენობით.
|
8.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
9.
მე-16 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
10. მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 04) და ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 05) არ ვრცელდება იმ ოჯახებზე (ბენეფიციარებზე), რომლებიც სარგებლობენ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N262 დადგენილებით (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა) დამტკიცებული პროგრამით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის მოქმედების პერიოდში. |
10.
მე-16 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
11. ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების პროგრამის (პროგრამული კოდი 04 01) განსახორციელებელი თანადაფინანსების პროგრამების დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების (მემორანდუმის) საფუძველზე თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მეშვეობით. |
11.
მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის 3.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3.1 ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბავშვთა მეთვალყურეობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სწავლების დონის, შესაბამისი პროგრამების, სასწავლო და მეთოდური მასალების განსაზღვრა. ქალაქის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს, ასევე შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური დანახარჯებს (მათ შორის თანადაფინანსების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს). თვითმმართველი ქალაქის–ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება არის 15 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ერთობლიობა, 2-დან 6 წლამდე ასაკის დაახლოებით 2032 აღსაზრდელით და 339 მომსახურე პერსონალით. გაერთიანება უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში ბავშვთა სრულფასოვანი სამჯერადი კვების ორგანიზაციასა და ზამთრის პერიოდში ბაღების საწვავით მომარაგებას. ბავშვები იმყოფებიან ექთნის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ქალაქში დღეისათვის რეაბილიტირებულია 4 საბავშვო ბაღი, სადაც დადის 817 აღსაზრდელი, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 26%–ს შეადგენს. ამ დაწესებულებებში შექმნილია ესთეტიკურად ლამაზი, უსაფრთხო და კომფორტული გარემო მომავალი თაობის სრულფასოვანი აღზრდა–განვითარებისათვის. მომავალში იგეგმება კიდევ 1 დაწესებულების სრული რეაბილიტაცია. პროგრამის მიზანია სკოლამდელი თაობის სახელმწიფოებრივი სოციალური და კულტურული მოთხოვნილებებით აღზრდა. |
12.
მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 18. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
1.
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის ბრძანების თანახმად:
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის 2014 წლის 5 მაისის №156 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის (თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერია) 2014 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად, შემცირდა „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის“ „შრომის ანაზღაურების“ ხარჯი 8,0 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „სოციალური უზრუნველყოფის“ ხარჯი.
|
2.
დადგენილება ძალაშია 2014 წლის 20 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები